ბათუმში 3 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა

1675
ბათუმი

ბათუმში 10 დღეში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, 3 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ერთ~ერთი შემთხვევა გუშინ პუშკინის ქუჩაზე მოხდა, მეორე კი 5 ნოემბერს დაფიქსირდა. დაზიანდა 7 და 15 ნომერი ავტობუსები. შპს ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ  სამივე ავტობუსი შეკეთდა და ამ დროისთვის ისინი სამარშრუტო ხაზებზე დააბრუნეს.

იურისტ მარად სანიკიძის თქმით, ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევებში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლების ბრალეულობა არ გამოიკვეთა, შესაბამისად რეაბილიტაციის ხარჯი მეორე მხარემ აანაზღაურა.

იაპონურ-უკრაინული წარმოების ადაპტირებული ტრანსპორტი მერიამ EBRD​-ის მხარდაჭერით შეისყიდა. ახალი მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში პირველი სექტემბრიდან მოძრაობენ.

შპს ავტოტრანსპორტის ბალანსზე 148 მუნიციპალური ავტობუსია, მათგან 40 ახალია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წელიწადში ორჯერ ტრანსპორტს ტექდათვალიერება უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტებში ერთიანი სატრანსპორტო ქსელისა და საბილეთო სისტემის შემოღება იგეგმება.