ბათუმში მგზავრთა ტრანსპორტირების რეგიონულ სქემაზე მუშაობენ. სამოქმედო გეგმაზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სატრანსპორტო საშუალების ასაკი დასახელდა, მათი უმეტესობა მოძველებულია და 20 წელზე მეტია ექსპლოატაციაშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტების ნაწილში, მაგალითად, ხულოსა და შუახევში მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ არის და მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
ამასთან, ტრანსპორტის დიდი ნაწილი არაადაპტირებულია, რაც მოწყვლად ჯგუფებს და შშმ პირებს ხელმისაწვდომობის პრობლემას უქმნის.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის ”მწვანე ქალაქის” ფარგლებში ხორციელდება. სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები მოიკვლიეს.
სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს მზად იქნება. საუბარია, როგორც მუნიციპალიტეტებში მზგავრთა გადაყვანაზე, ასევე მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო ქსელზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმისთვის სატრანსპორტო ქსელის ახალი სტატეგია უკვე მომზადდა და ის საკრებულომ დაამტკიცა. რის შემდეგაც ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა განახევდრა. ასევე დაგეგმილია მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის გაზრდაც.