ზუგდიდსა და რამდენიმე სოფელში უსახელო ქუჩებს სახელებს დაარქმევენ

868

ზუგდიდსა და რამდენიმე სოფელში უსახელო ქუჩებს სახელებს დარქმევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. წინადადებას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელი, ერთ უსახელო ქუჩას  სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას, ხოლო ერთს ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელს მიანიჭებენ.

ამასთან, სოფელ ნაწულუკუში უსახელო 28 ქუჩას მწერელების და მეფეების სახელები მიენიჭება. კერძოდ, ამ ქუჩებს შემდეგი სახელწოდებები ექნება – ცოტნე დადიანის, იაკობ გოგებაშვილის, რაფიელ ერისთავის, წმინდა ნინოს, ეგნატე ფიფიას, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ზვიად გამსახურდიას, ალექსანდრრე ყაზბეგის, ვაჟა ფშაველას, გიორგი ჭყონდიდელის სახელები.

ასევე, ნაწულუკუში იქნება დუტუ მეგრელის, იოანე ლაზის, მერაბ კოსტავას, გალაკტიონ ტაბიძის, თამარ ყუფუნიას, ამბროსი ხელაიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ეროსი მანჯგალაძის, ჟიული შარტავას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, დავით აღმაშენებლის ქუჩები. ამასთან, სოფელს ექნება ილია ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფის, მირზა გელოვანის, კალისტრატე სამუშიას და სპირიდონ კედიას ქუჩები.

ხოლო, სოფელ ცაცხვში მდებარე სკვერს თამაზ ჟორჟოლიანის სახელი მიენიჭება. თამაზ ჟორჟოლიანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობამ ცაიშის მაჟორიტარ დედპუტატად აირჩია. ის შარშან 2 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

აღნისნული განკარგულება, როგორც ადგილობრივ მერიაში, ისე საჯარო რეესტრსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შსს-სა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.