გიორგი გახარია ზუგდიდის ყოფილ მერზე: საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა მტკიცებულებები, დააკავა

764

წინა სტატია

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.

“საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. დაკავების გადაწყვეტილება მათ მიიღეს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები და დააკავეს. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი გჭირდება. როგორც ჩანს, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი, რომ დაეკავებინათ და ბრალი წარედგინათ, არ არსებობდა. საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა მტკიცებულებები, ადამიანი დააკავა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500  განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.