ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

891

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. როგორც ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამბობს, საგამოძიებო უწყებას ვადა ბრალის ოფიციალურად წარსადგენად 3 ნოემბრამდე აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500  განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.