ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ძეგლზე სამუშაოები დაიწყება, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან თანამშრომლობითა და ჩართულობით შემუშავდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პროექტი 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.
ისტორიულ სასახლეში განთავსდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები.