მაიზერ ნანავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე პოლონელ ექსპერტებს ესაუბრა

1537

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებთან ერთად, ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტის ცენტრის ექსპერტებს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს და ტექნიკური დეტალები განიხილეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” პოლონეთის ინვესტიციების და ეკონიმიკის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხორციელდება.