ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკრებულოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

1087

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით, 26-28 სექტემბერს, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკრებულოების თანამდებობის პირებისთვისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ტრენინგები საკრებულოს ფრაქციების მუშაობას, პრაქტიკას და გამოწვევებს ეხებოდა.

ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21 მუნიციპალიტეტის საკრებულოების 70 წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.