სკოლების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი კვლავ აჭარის განათლების სამინისტრო იქნება – ინიციატივა იმის შესახებ, რომ რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციის ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაეცემოდა, დროებით შეჩერებულია – ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გუშინ „მთავარში“ განაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შამილიშვილის თქმით, საკითხი ამჟამად კარგადაა ორგანიზებული სამინისტროს მიერ, ამიტომ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ აღმასრულებელი ორგანოს ამ რგოლში დარჩება. მისივე განცხადებით მუნიციპალიტეტების მერიებს ჯერ საბავშო ბაღების პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი.
აჭარაში 2019 წელს 18 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლების მოვლა-პატრონობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალათ.