აჭარაში 2019 წელს 18 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია იგეგმება

881

2018 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის, 5 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ახალ სასწავლო წელს ახალი სასკოლო ინვენტარით  8 საჯარო სკოლა აღიჭურვა, ლაბორატორია გადაეცა 6 საჯარო სკოლას, ხოლო მხატვრული ლიტერატურით შეივსო 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა.

2019 წელს 18 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია იგეგმება. სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 საჯარო სკოლის შენობას, მათ შორის სპორტულ დარბაზებს.

სამინისტროს ცნობით, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სკოლებს: ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლას, ქვედა მახოს სკოლას, ახალშენის N1, ბობოყვათის, გვარას, აჭყვისთავის, ხალას, ზედა აჭყვას, ქობულეთის N6 და ბათუმის N1 საჯარო სკოლებს.

2019 წელს 15 სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით და სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება მხატვრული ლიტერატურით, სპორტული ინვენტარი გადაეცემა 20 საჯარო სკოლას, ინოვაციური სწავლების მეთოდი დაინერგება 10 საჯარო სკოლაში, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გადაეცემა 5 საჯარო სკოლას.