აბასთუმნის ობსერვატორიაში მუზეუმი გაიხსნება

1363

წინა სტატია

აბასთუმნის ობსერვატორიაში მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ აბასთუმანის ობსერვატორიის მფლობელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის ვიცე რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ობსერვატორიის სივრცე მოწესრიგდება, მუზეუმზე მუშაობაც აქტიურად დაიწყება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

დობორჯგინიძის თქმით, ამ დროისთვის მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც, სავარაუდოდ, შერეული ტიპის, კონცეფტუალური მეზეუმი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება. შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს გზის რეკონსტრუქცია.