ქალაქ ახალციხის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

684

ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15:00 საათზე დაიწყო. დეპუტატებს განსახილველი მხოლოდ ერთი საკითხი აქვთ.
დღის წესრიგის მიხედვით მათ „ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის წინადადების შესახებ საკრებულოს მოსაზრება“ უნდა დააფიქსირონ.
15 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ ერთი, “ქართული ოცნებიდან” კობა გელაშვილი არ ესწრება. სხდომას ესწრება ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს აქ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომება იმართება;