1 აგვისტოდან ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურს მხოლოდ უკონტაქტო ბარათით გადაიხდით. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” მარკეტინგის სამსახურის უფროსის ბესიკ დათიაშვილის თქმით, ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში აღარ გაიყიდება ქაღალდის ბილეთები. დათიაშვილის განცხადებით, მოქალაქეები ბარათს სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შეიძენენ და იგი ორი ლარი ეღირება, თანხა კი ავტომატურად ანგარიშზე დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ავტობუსებში მაკონტროლებელმა უბილეთო მგზავრი აღმოაჩინა, დააჯარიმებს. მგზავრს კი დარღვევისთვის 5 ლარის გადახდა მოუწევს.