თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება, – აღნიშნულ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ამოქმედება.
“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს მიეკუთვნებით და გსურთ, ისარგებლოთ 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, გთხოვთ, რეგისტრაციის მიზნით, 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, მიმართოთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის
ტერიტორიულ ოფისებს ქალაქ თელავში:
- აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – რუსთაველის N73
- ალაზანი – კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული – ალაზნის გამზ.N 14
- დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
- ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
- ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ერეკლე II-ის გამზ. N 16
ხოლო, სოფლადმაცხოვრებლებმა მიმართეთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციისათვის ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0(350) 27 23 00. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.