ზუგდიდს გენგეგმა წლის ბოლოსთვის ექნება

1618

ზუგდიდს განაშენიანების გენერალური გეგმა 2018 წლის ბოლომდე ექნება. ამის შესახებ ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თქვა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მერიის წარმომადგენელს შესაბამისი კითხვით ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ მიმართა. მისი მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაღალსართულიანი შენობები არ აშენდება.

პასუხად რუსლან კილასონიამ აღნიშნა, რომ ისინი განაშენიანების გეგმაზე მუშაობენ. მისივე განმარტებით, მათი მიზანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 12 ბინისთვის ფასადების შეცვლაც არის.