გარდაბნის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა. ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკვე ოთხი ნაგავმზიდი ემსახურება და ახალი მანქანების დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ. ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდების შესაძენად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა, სადაც კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა.