მარნეულში ნარჩენების 200 ურნა დაიდგმება

1005

მარნეულის მუნიციპალიტეტში, უახლოეს დღეებში, გერმანული წარმოების პლასტმასის 1 100-ლიტრიანი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდება.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ურნები მუნიციპალიტეტს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა, რომელსაც მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ადგილებში განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა.

ამ ეტაპისთვის მარნეულს, 200 ერთეული ნაგვის ურნა გადაეცა.