ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
“ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკა გაიხსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძშიც.
„მგონია, რომ მართლა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს შევეჭიდეთ. ამჯერად ზუგდიდი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ეკვილიბრიუმმა“ ეს ამბები დავატრიალეთ – ჯერ სოფელ დიდ ნეძში გავხსენით „ეკვილიბრიუმის“ ბიბლიოთეკა, შემდეგ სოფელი ტყაია – კონფლიქტის გამყოფ ხაზთან გავხსენით ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა და შემდეგ სოფელი რუხი, სადაც ჩავატარე ლექცია ,,დამოუკიდებლობა და თავისუფლება”. დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რასაც სამეგრელოში განსაკუთრებით ვგრძნობ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.