პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მარნეულის მერის დაკავების ფაქტს ეხმიანება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, მან მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მარნეულის ინციდენტში, სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი.
„მე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის, ძალიან მძიმე ინციდენტზე, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი პროკურატურამ დღეს დააკავა. მის მიმართ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აბაზოვს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ აიძულებენ მოქალაქეს, მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.