ქვემო ქართლის სასაოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე, ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელეკომპანია ავრცელებს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ბრიფინგზე გახდება ცნობილი თემურ აბაზოვის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალები.
სავარაუდოდ, აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.
აბაზოვი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.