მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან რამდენიმე დღეში წიწილები გამოიჩეკა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დარბის რამდენიმე ასეული წიწილა ამ ტერიტორიაზე.
მარნეულის მერის ინფორმაციით, კვერცხები ერთ-ერთმა მეფრინველეობის ფაბრიკამ გადაყარა. მოსახლეობამ კი გამოჩეკილი წიწილები სახლში წაიყვანა.