მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საკრებულოს მხოლოდ 10 წევრის მონაცემებია

756

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიცილურ ვებ-გვერდზე მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრების ნაწილის შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ გამოქვეყნდა. ამის შესახებ “მარნეულის რადიო” ავრცელებს ინფორმაციას. 

მუნიციპალიეტის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარისა და კიდევ 9 წევრის შესახებ. კონკრეტულად კი მათი საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება და განათლება. საკრებულოს 25 წევრის შესახებ ინფორმაცია კი ვებგვერდზე კვლავ არ იძებნება.

მუნიციპალიტეტის საიტზე ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების, კომისიებისა და ბიუროს შესახებ, რაც შეეხება საკრებულოს აპარატსა და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის შესახებ ინფორმაციას, ისინი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის მონიტორინგის შედეგი, რომლის მიხედვითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არ ქვეყნდება.

მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა 28 მაისს თქვა, საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შექმნის შემდეგ, მათ ყველანაირი საჯარო ინფორმაცია შეაგროვეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე კვირის ბოლოსათვის იქნებოდა გამოქვეყნებული.