ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე გამგეობასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედა. ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
საბჭოს სხდომაზე გამგებელმა და სათათბირო ორგანოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები, აგრეთვე, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
საბჭომ, აგრეთვე, განიხილა მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.