მარნეულში საბავშვო მოედნების მოსაწყობად ფეისბუქ კამპანია დაიწყო

631

სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე, მარნეულში მცხოვრებმა რაიან სმიტმა კამპანია, სახელად „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ დაიწყო. ფეისბუქ გვერდზე მარნეულის მოსახლეობისათვის  გამოქვეყნებულია მიმართვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება! მარნეულს, როგორც ყველა რეგიონალურ ცენტრს სჭირდება ბავშვთა სათამაშო მოედანი. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ადგილი, სადაც ბავშვებს და მათ ოჯახებს შეეძლბათ დროის სასიამოვნოდ გატარება. თუ ეთანხმებით ჩვენს იდეას, გთხოვთ მოიწონით და გაუზიაროთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს. გააგებინეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომ გსურთ გქონდეთ უსაფრთხო ბავშვთა სათამაშო მოედანი. მოქმედების დროა”,- წერია მიმართვაში/

როგორც მიმართვიდან ჩანს რაინ სმიტს მერიისათვის ხმის მიწვდენა სურს, რათა მის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში მიწერილ წერილზე მერიამ პასუხი გასცეს.

როგორც 1 დეკემბერს, მარნეულის რადიოსთან საუბრისას რაიანმა თქვა, მან საბავშვო სკვერის მოწყობის ნებართვის ასაღებად მარნეულის მუნციპალიტეტს მიმართა, მაგრამ წერილზე პასუხი სამი თვის შემდგომაც არ ჰქონდა მიღებული.

მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მარიამ ხაჩიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, მიწერეს თუ არა სმიტს წერილი მარნეულის მერიიდან

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო დეკანოიძე აცხადებს, ის თავადაც დაინტერესდა რაიან სმიტის წერილით და ვითარებაში გარკვევას ცდილობს. ასევე, ნინო დეკანოიძემ აღნიშნა, რომ წერილი შესაძლოა მერიიდან გაგზავნილი უკვე იყოს, მაგრამ ადრესატამდე ვერ მივიდა.

მიუხედავად მარნეულის მერიის კომენტარისა, რაიან სმიტი ამბობს, რომ მის მიერ მიწერილ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღია. რა შემთხვევაშიც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მარნეულის მერიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ კამპანიას მარნეულის მოსახლეობა დადებითად გამოეხმაურა.