ქუმსიშვილი: მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო თბილისელების ძირითადი ტრანსპორტია

768

წინა სტატია

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით თქვა, რომ თბილისის მერი მაქსიმუმს აკეთებს.

მისი თქმით, მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები.

“დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს რაც არის შესაძლებელი, თუმცა რა თქმა უნდა, მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილებიან თბილისელები, შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია უნდა იყოს სწორად გამოყენებული”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მეორე დღეა უკვე მეტრო არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.

მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.