მემანქანე: მაისის ხელფასი გაფიცულების გარდა, თითქმის ყველას ჩაერიცხა

660

ერთ-ერთი მემანქანის ინფორმაციით, მაისის თვის ანაზღაურება თითქმის ყველა თანამშრომელს ჩაერიცხა მათ გარდა, ვინც გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით განსაზღვრული ვადა 10 რიცხვია, როგორც წესი, ხელფასი თვის დასაწყისში, 1-2 რიცხვში ირიცხებოდა. ის კომპანიას მოუწოდებს, ნუ ჩაუდგება ხალხს ჯიბრში და დროულად ჩაურიცხოს ხელფასი ყველას.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.
ახლა საკრებულოს უმრავლესობის წევრები გაფიცულ მეტროს მემანქანეებს ხვდებიან.