მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა

640

წინა სტატია

მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეების გლდანის რაიონის მაჟორიტარი, საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია შეხვდა. ის მივიდა მემანქანეებთან მოლაპარაკებაზე, რათა გაფიცვის შეწყვეტაში დაარწმუნოს.

მემანქანეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ არავინ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.