ქუთაისში “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

744
“თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდება. 
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტთან დაკავშირებით ცვლილებები მოსალოდნენი არ არის. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ცვლილებები სამუშაოების ვადებს შეიძლება შეეხოს. 
“რაც შეეხება ცვლილებებს,  შესყიდვების კომისია განიხილავს და შესაძლოა,  მოხდეს ცვლილება მხოლოდ ვადებზე”,-თქვეს მერიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაცუო სამუშაოებისათვის მ  444 996 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.  თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ გამოვლენილა.
ამასთან, სპეციალისტები ქუთაისის მერიას ხიდის რეაბილიტაციის პროექტსაც უწუნებენ.