ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების მინიჭების პროექტი შეიმუშავა. ამის შესახებ “ლაივპრესი” წერს.
ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, საკრებულომ ბათილად ცნო ძველი დადგენილება და ახალზე მუშაობა დაიწყო.
ახალი დადგენილების პროექტის მიხედვით, საპატიო ზუგდიდელის, საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალქეს, ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს, განურჩევლად ეროვნების სოციალური მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულებების და რელიგიური აღმსარებლობისა.
წოდებების მინიჭებაზე კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები, კომისიას თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.