ზუგდიდის მერიაში, პროექტის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

746

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღება, დასაქმების ხელშეწყობა და მეწარმეობის პოპულარიზაცია მოხდეს.

აღნიშნული პროექტი ზუგდიდში, სენაკსა და და ხელვაჩაურში ხორციელდება.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, მარტინ ფრედრიკსონი დანიის კვლევითი ორგანიზაციის ,,კონექტიო’’-ს ექსპერტი, თეონა ნავდარაშვილი ევროკავშირის ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორი და სოფო კონჯარია ევროკავშირის ახალგაზრდული პროექტის ზუგდიდის ფილიალის კოორდინატორი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.