“მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევასა და 2019 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში”, -ზუგდიდის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო.
კანონმდებლობის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო მომავალი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2019-2022 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის ჩართულობის მიზნით ტარდება შეხვედრები და კვლევები პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შესადგენად. ასევე, მუნიციპალიტეტი საინფორმაციო ქსელის მეშვეობით ითხოვს კონკრეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობასა თუ საჭიროებაზე წინადადებებისა და მოსაზრებების მიწოდებას. ყოველ მიწოდებულ წინადადებას კი, განიხილავენ შესაბამისი კომისიები, რის შემდეგაც პროექტები პრიორიტეტულობისა და საჭირო ფინანსური რესურსების გათვალისწინებით განხორციელდება.
“მოსახლეობის ჩართულობა პრიორიტეტების შერჩევასა და ბიუჯეტის ფორმირებაში მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია”,-აცხადებენ მერიაში.