ზუგდიდში გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან

731

ზუგდიდის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო უკვე შეიქმნა. მის შემადგენლობაში 17 წევრია. მათ შორის ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, დანარჩენი მერიის და საკრებულოს წევრებით და აპარატის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

წევრებს შორის არ არიან ოპოზიციონერი დეპუტატები.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გაიგო, რომ ამსაბჭოს წევრია.

შენგელიას თქმით, დაახლოებით თვენახევრის წინ საკრებულოდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, იყო თუ არა თანახმა გამხდარიყო ამ  საბჭოს წევრი, რაზეც დადებითად უპასუხა. თუმცა, მაშინ ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ საინფორმაციო შინაარსის გასაუბრება იყო.

ის, რომ მსგავსი საბჭო უკვე ფუნქციონირებს, „ლაივპრესისგან“ შეიტყო ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ. დეპუტის თქმით, მათ წევრობაზე შემოთავაზება არ მიუღიათ. გამოცემის ცნობით, საბჭოს წევრობაზე შეთავაზება არც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას მიუღია.