ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, კოალიცია “შინმოვლა საქართველოში” წარმოამდგენლებმა უჩა ვახანიამ და გიორგი ხუხიამ ზუგდიდის მრავალფუნქციური ზრუნვის ცენტრის პროექტი წარადგინეს.
პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საშუალება აქვს რეგიონში შინმოვლის პროგრამის დასანერგად კვალიფიციური საექსპერტო კონსულტაცია მიიღოს. პროექტის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“შინმოვლის კოალიციამ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უსასყიდლო ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართა. შეხვედრაზე მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ, მერიის მიერ გასულ წელს განხორციელებულ პროექტზე ,, ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად განახორციელა. ამ პროექტს მერია მიმდინარე წელსაც გააკეთებს და ის 80 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.