ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინტერესის გამოხატვა გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პარკის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მოხდება. წინადადება ძალაშია 28 მაისამდე. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ფონდის ინფორმაციით, საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ბაკურიანის პარკის ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ღობეები, გარე პერიმეტრის და პარკამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა საპარკინგე და საჯარო სივრცეები. პარკში გაკეთდება სპორტული მოედანი, სკამები, განათების ბოძები, დამონტაჟდება ნაგვის ურნები; გაკეთდება კომერციული ზონები, კაფეები და აშენდება ადმინისტრაციული შენობა. ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობა.