ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდა, მმართველი გუნდის კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა. თენგიზ ალმასიამ სამივე უბანზე სულ 840 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 63, 7%-ია.
2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.