13 მაისს ცაიშის თემის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

675

ზუგდიდის №67-ე საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, 13 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს – ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

“ცესკო-მ ამ არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ პროცესის შესაფასებლად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას”, – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი, 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი. მისივე განმარტებით, არჩევნების დღეს გააშუქებს 15 მედიასაშუალების 255 წარმომადგენელი, ასევე 13 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 28 წარმომადგენელი.