აბასთუმნის ობსერვატორიაში ტელესკოპისა და ბიბლიოთეკის შენობა გარემონტდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და საგამოფენო დარბაზი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება კაფე, პარკინგი და საზოგადოებრივი საპირფარეშოები. დაგეგმილია დასახლებული ტერიტორიის კეთლმოწყობაც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, ამ ეტაპზე მათი შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება. შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული.სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. ასევე დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს გზის რეკონსტრუქცია.