სანატორიუმი აბასთუმანში, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი ლადო ასათიანი ცხოვრობდა, დანგრევის პირასაა. შენობა, მიმდინარე წელს, აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. სანატორიუმი, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა პოეტი 1940–1942 წლებში მკურნალობდა ავარიულია. ოთახების უმეტეს ნაწილს ჭერი და იატაკი აქვს ჩანგრეული. სახურავიდან წყალი ჩადის და შენობას ანადგურებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სანატორიუმს, რომელშიც ლადო ასათიანის პალატა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა კერძო საკუთრებაშია და მიმდინარე წელს ის აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. ამ დროისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოს განსაზღვრული არც ის აქვს, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაიწყოს შენობის რეაბილიტაცია.
ლადო ასათიანმა სწორედ ამ სანატორიუმის ტერიტორიაზე დაწერა ლექსები „წარწერა სამარის ქვისა“, „აბასთუმანში პატარა გალია“ და „აბასთუმანი“. როგორც ადგილობრივი ჟრნალისტი ზინაიდა ლობჯანიძე ლადოს აბასთმანში ცხოვრების შესახებ მის მიერ დაწერილ წიგნში წერს, პოეტს ეს ლექსები სანატორიუმში მისი ექიმისთვის, რაისა ქარცივაძისთვის მიუძღვნია: „ლადოს ერთ დღეს რაისა ქარცივაძისათვის (მკურნალი ექიმი) თავისი ლექსების წიგნი მიუტანია უწარწეროდ. ქალს გაკვირვებია, მაგრამ არაფერი უთქვამს“.