ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, მემორანდუმის თანახმად ბოტანიკური ბაღები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გადაცვლია. მემორანდუმი ასევე გულისხმობს თანამშრომლობას და ურთიერთკოორდინაციას სამეცნიერო-კვლევით სფეროებში; ერთობლივი სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების ორგანიზებას; თანამშრომლობას მცენარეთა კონსერვაციის საკითხებში; თანამშრომლობას მცენარეთა ინტროდუქციის საკითხებში; თანამშრომლობას მცენარეთა თესლების, კალმებისა და ნერგების ურთიერთგაცვლის საკითხებში; თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებში; თანამშრომლობას ახალგაზრდობის ეკოლოგიური განათლებისა და ბუნებისდაცვით საკითხებში; თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, მათ შორის დაინტერესებული ტურისტული ჯგუფების შესახებ ურთიერთინფორმირებისა და გაცვლის საითხებში; თანამშრომლობას ბაღების საერთაშორისო კონტაქტების განვითარებისა და მცენარეთა კონსერვაციის სამუშაოების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბოტანიკურ ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ და ააიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.