ზუგდიდში სამ წარჩინებულ სტუდენტს მერის სტიპენდია დაენიშნა

667

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ სტუდენტს მერის სტიპენდია დაენიშნა. ისინი თვეში 250 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიიღეს.

მერის სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ თამთა სიჭინავას, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ ნათია ბულიასა და კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ მარიამ კუკავას დაენიშნათ.