ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარკის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში “პატრიოტთა პარკის” მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, “პატრიოტთა პარკში” დაირგო 150 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე.
ასევე, პარკში ბავშვთა გასართობების, სარბენი ბილიკისა და შადრევნის მოწყობაც იგეგმება.