გარდაბნის მერიამ ორი ნაგავმზიდი შეიძინა

913

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა.  ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს სულ ორი ნაგავმზიდი ემსახურება, ახალი მანქანების დამატების შემდეგ, კი  ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.