„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხე აჩუქა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, ხე მარტივად ექვემდებარებოდა ტრანსპორტირებას და გარემოს შეცვლას, ამიტომ მისი გახარება არ არის რთული. მისი ინფორმაციით, წითელ წიგნში შეტანილი ხე ბაღში მთავარი ბილიკის მიმდებარედ, ტბის სიახლოვეს დარგეს.