ახალციხის მერია სტიპენდიას 10-ზე მეტ სტუდენტს მისცემს

800

წინა სტატია

ახალციხის თვითმმართველობამ იმ წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა გაზარდა, რომლებსაც 1 000 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ის წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, ერთწლიან სტიპენდიას დაუბეგრავად მიიღებენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

თავდაპირველად, განსაზღვრული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ათი წარჩინებული სტუდენტი მიიღებდა 1 000 ლარს, რისთვისაც ჯამში 10 000 ლარი გაიწერებოდა. ახლა დებულებაში ცვლილება შევიტანეთ, ეს თანხა აღარ დაიბეგრება და ასევე, თანხას უფრო მეტ სტუდენტზე გავცემთ”, – აცხადებენ საკრებულოში.

სტიპენდიას ის სტუდენტი მიიღებს, ვისაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში 91–100 ქულა, ანუ A კატეგორიის შეფასება ექნება; მას ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა და სტუდენტის აქტიური სტატუსი.

წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად, ფულადი საჩუქრის გადაცემის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 23 მარტს დაამტკიცა.