ზუგდიდის საკრებულოს დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა

790

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ უდიდესია ზვიად გამსახურდიას სახელი, მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, ამიტომაც ჩვენ ინიციატივას ზუგდიდის საკრებულომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ეწოდება ზვიად გამსახურდიას სახელი დარბაზს, სადაც ჩვენი ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით“, – თქვა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, რომელიც დარბაზისთვის ექსპრეზიდენტის სახელის მინიჭების ინიციატორია.

მისივე თქმით, დარბაზის შესასვლელთან დამონტაჟდება მემორიალური დაფაც, რომელიც საზეიმოდ, ექსპრეზიდენტის დაბადების დღეს, 31 მარტს გაიხსნება.