ზუგდიდის სამი საჯარო სკოლის შენობიდან მიმდინარე წელს დევნილებს გაიყვანენ,- ამის შესახებ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
შეხვედრაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგმა წამოჭრა საჯარო სკოლის შენობებიდან დევნილების გაყვანის საკითხი, რაზეც კახა ფარცვანიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 სკოლიდან ამჟამად 5 შენობაში ცხოვრობენ დევნილები.
დეპუტატ მარიამ ჯაშსა და ზუგდიდელ პედაგოგებს შორის შეხვედრა 15 მარტს გაიმართა.