მარნეულში გარევაჭრობა იკრძალება

753

შესაძლოა მარნეულში, გზებზე გარევაჭრობა აიკრძალოს.ამ თემაზე მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეოთი გააკეთა განცხადება. ამის შესახებ “მარნეულის რადიო” წერს.

აბაზოვის თქმით, გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, რადგან ის, ერთი მხრივ საფრთხისშემცველია, მეორე მხრივ, მარნეულის იერსახეს ამახინჯებს.  მისივე თქმით, მოვაჭრეებს გაფრთხილება უკვე მისცეს და მათ ერთი კვირის ვადა აქვთ.

გარემოვაჭრეებს გონივრულ ვადებში შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად დაშალონ კონსტრუქციები და გადავიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე. აბაზოვის თქმით მას ამ გადაწყვეტილების მიღება კანონი ავალდებულებს.

მარნეულის მერის აზრით, როდესაც გარემოვაჭრეებს კრედიტები აქვთ აღებული 17 000 ლარის ოდენობით, აქ საუბარი პურის ფულის შოვნაზე ვერ იქნება, რადგან ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული.