რას ფიქრობენ ბორჯომელები მერიაში ხელფასების შესაძლო ზრდაზე – გამოკითხვა

636

წინა სტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიას გაზრდილ ხელფასებს არ უმტკიცებს. ამის გამო მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ კიდეც. მოსახლეობის მოსაზრება თვითმმართველობაში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირია.

ეთანხმებით თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასების ზრდას? – ამ შეკითხვის ბორჯომის მოსახლეობას “სამხრეთის კარიბჭემ” მიმართა.

ბორჯომის თვითმმართველობაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე მეოთხედ მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხზე 9 მარტს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა, მანამდე, წარმომადგენლობითმა ორგანომ საკითხი სამჯერ ჩააგდო.