ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი გაიხსნება. ინფორმაციას ჩურუღეთის გამგეობა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო მოედნის მოწყობა, განათებებისა და საპარკე სკამების მონტაჟი. სავალი ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყობა.
ამ ეტაპზე, სკვერის დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება. სკვერის მშენებლობა აპრილში დასრულდება. არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა.
პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას საშუალება ექნება, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს. ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ტაო“ ახორციელებს. მიმდინარე წელს, რაიონში შვიდი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება.