როგორი იქნება ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა – ფოტოკოლაჟი

1160

მალე ზუგდიდს საჭადრაკო სკოლის განახლებული შენობა ექნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეკონსტრუქცია, კერძოდ არსებულ შენობას მეორე სართული დაემატება, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების გასამართი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

იგეგმება წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემის მონტაჟი. განახლდება შენობის გარე იერსახეც .

რეკონსტრუირებული შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. სამუშაოები მარტში დაიწყება. პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარია.

2018 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება, ხოლო დანარჩენი სამუშაოების მომდევნო წელს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.